" ნ ა ჯ ღ ა პ ნ ე ბ ი "

0 notes

გაივლის დრო, ალბად წაიღებს ტკივილს ოღონდ ჩემსას არა, უფრო სწორად ვერა, ჩემ ტკივილს ხომ დროც ვერ მოერევა, დრო არაფრის მკურნალია, უბრალოდ დრო გავიწყებს ძველს და ახალს გიმატებს, მე ასეც ვერ მექცევა, მხოლოდ ძველს უმატებს ახალს და ორივე რჩება აქ სიღრმეში, რომელიც ბოლოს ცრემლებით ცდილობს გამოსვლას. ყველაფერი მიდის, ყველაფერი ქრება, ყველა იცვლება, ზოგიც საერთოდ ქრება, ხანდახან ისეთი ადამიანი გამქრალა რომ არ გინდოდა, მაგრამ მიმხვდარხარ რომ შენი ბრალი იყო და გინანია, გიფათურები ისევ წარსულში ხელები, გიძებნია, გინდოდა ისევ მიგეკრა გულში, მაგრამ უიმედოდ, ვერც კი მიმხვდარხარ ალბად ახლა ის ბედნიერია, დაივიწყა ყველაფერი, მაგრამ იქნებ ისიც ტირის, გეძებს და უნდა რომ მოგწვდეს, მაგრამ ორივე ხვდებით რომ ახლა უკვე გვიანია, ორივე ზიხართ სადღაც ერთმანეთისგან შორს და დარდობთ, მაგრამ არცერთს გაქვთ ძალა დაბრუნების, იმიტომ რომ ორივეს გახსოვთ ტკივილი, ყოველშემთხვევაში მე არ მავიწყდება და ეს ძალიან ცუდია !

Filed under 17.04.13